ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებმა პარაოლიმპიადის ფედერაციის დირექტორთან ერთად მოანაწილეობა მიიღეს ბორჯომში, ჩითახევში გამართულ ჯომარდობაში. ღონისძიების მთავარი მონაწილეები იყვნენ ავღანეთის მისიაში მონაწილე მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე მონაწილეობას იღებდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ზურაბ აგლაძე და აკადემიის სერჟანტი რაჟდენ ბასიშვილი.