ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სერჟანტთა სამხედრო პრაქტიკული კონფერენცია „გზა ევროპისკენ: გამოწვევები, მიდგომები ახალი პერსპექტივები '' გაიმართა.
კონფერენცია გახსნა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და აკადემიის ხელმძღვანელი პირები.
საკუთარ ნაშრომებზე მოხსენება გააკეთეს თავდაცვის ძალების და ეროვნული თავდაცვის აკადემიის სერჟანტთა რგოლის წარმომადგენლებმა. კონფერენციის მსვლელობისას განხილული იქნა თემები, რომლებიც შეეხებოდა იმ ძირითად გამოწვევებსა და პერსპექტივებს, რომლებიც წამოჭრილია საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს, თავდაცვის ძალების სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა სერტიფიკატები გადასცა.