29 ივნისს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა მიმდინარე სამეცნიერო კვლევითი პროექტის ,,ტოტალური (ყოვლისმომცველი) თავდაცვა, როგორც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სტაბილურობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი''-ის შუალედური მოხსენება.
მოწვეულ სტუმრებს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ღონისძიებას აკადემიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სამეცნიერო კვლევით პროექტზე მოხსენება გააკეთეს, როგორც აკადემიის კვლევითი ცენტრის მკვლევარებმა, ასევე ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა და თავდაცვის ძალების მოქმედმა და ყოფილმა წარმომადგენლებმა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი თემები იყო: „სამხედრო თავდაცვა“, „სამოქალაქო თავდაცვა“, „ფსიქოლოგიური თავდაცვა“, „ეკონომიკური თავდაცვა“, „სოციალური თავდაცვა“ და სხვა.