სიახლეები

მაგისტრატურის კურსდამთავრებულების მეხუთე გამოშვება

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, აკადემიის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა მეხუთე გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ. რექტორმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა სამაგისტრო პროგრამების სახით უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის განხორციელების უდიდეს მნიშვნელობას თავდაცვის ძალების მოქმედი ოფიცრებისთვის და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის. სიტყვით გამოსვლისას რექტორმა მადლობა გადაუხადა მაგისტრატურის აკადემიურ პერსონალს, მაგისტრატურის თანამშრომლებს და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრებს, რომლებიც საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდნენ ღონისძიებას.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურის მიმართულებაზე  წარმატებით ხორციელდება თავდაცვის ანალიზის, უსაფრთხოების კვლევებისა და სახელმწიფო რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამები. აღნიშნული პროგრამები წელს 21- მა მაგისტრანტმა დაამთავრა, მათ შორის 11- მა წარჩინებით.

ღონისძიების ბოლოს რექტორმა ღონისძიებაზე დამსწრე პირად შემადგენლობას საპატიო სადილზე უმასპინძლა.