სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ სტუმრად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, მოსწავლეები გაეცნენ აკადემიის ინფრასტრუქტურას და მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში. ვიზიტის ფარგლებში, აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მოსწავლეებს საპატიო სადილზე უმასპინძლა.
მოზარდებმა სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და შემეცნებით კონკურსებში მიიღეს მონაწილეობა. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა საცეცხლე მომზადების თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილები, ასევე სიმულაციური სროლები. ახალგაზრდებმა საკუთარი შესაძლებლობები ინტელექტუალურ თამაშშიც - ,,რა? სად? როდის?'' გამოსცადეს. აკადემიაში სტუმრობის ფარგლებში, მოზარდებმა მოინახულეს სოფელ შინდისში დაღუპულ გმირთა მემორიალი, ასევე იმყოფებოდნენ უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში და ჰქონდათ შთამბეჭდავი ერთდღიანი საველე გასვლა ატენის ხეობაში.
მოსწავლეების ეთა-ში სტუმრობა მიზნად ისახავს აკადემიის შესახებ ცნობადობის გაზრდას, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებასა და ქართული ჯარის პოპულარიზაციას.