მიმდინარე წლის 3 სექტემბრიდან - 9 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დანიის სამეფო თავდაცვის კოლეჯს ეწვივნენ. კოლეჯის ორგანიზებით ჩატარდა აკადემიური კურსი. ასევე გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და დანიის სამეფოს თავდაცვის კოლეჯს შორის. სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, რომელიც ითვალისწინებს იუნკერების, ასევე აკადემიური პერსონალის გაცვლით პროექტებს, ერთობლივ კვლევებს და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას.
ვიზიტის დროს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები შეხვდნენ ექსპერტებს დანიაში საქართველოს საელჩოში. განხილულ იქნა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და დიპლომატია.