სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მიმდინარე წლის სექტემბერში, აკადემიის "თავდაცვა და უსაფრთხოების" საბაკალავრო და "თავდაცვის ანალიზის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების მიზნით განხორციელდა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ ჩამოყალიბებული აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი.
სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო რგოლმა, პროგრამის განხორციელებაში ჩართულმა პირებმა, იუნკერებმა, დამსაქმებლებმა და კურსდამთავრებულებმა. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის ფარგლებში მოხდა პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო ძირითადი და დამხმარე შენობების დათვალიერებაც.