დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა სასწავლო ბატალიონის იუნკერებთან, საკანდიდატო კურსის მსმენელებთან და ხელმძღვანელ პირებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.