სიახლეები

აკადემიაში კიდევ ერთი ახალი სივრცე გაიხსნა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სისტემატიურად ხორციელდება   ახალი სივრცეების შექმნა. აღსანიშნავია, რომ ახალი სივრცეები ორიენტირებულია სწავლისა და დასვენების პირობების გაუმჯობესებაზე, პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაზე, ისტორიული მოვლენების ასახვაზე და თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციების ათვისებაზე.

აკადემიის რეკრეაციულ სივრცეში, რომლითაც ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად სარგებლობენ აკადემიის იუნკერები, მსმენელები და თანამშრომლები, ახალი კუთხე შეიქმნა.

კუთხე მოწყობილია  საქართველოს  თვითმმართველი ქალაქების/მუნიციპალიტეტების აღმნიშვნელი დროშებით და გერბებით. აღნიშნული კუთხე აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ კუთხეში ვიზუალურად გამოსახული ინფორმაციის ცოდნა ეხმარება თითოეულ ადამიანს სახელმწიფოებრივი აზროვნების განმტკიცებაში.