სიახლეები

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშის ვიზიტი აკადემიაში

მიმდინარე წლის 28 სექტემბერს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი სახის ვიზიტით იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი სტივ ქვანტრილი. სტუმარს აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა მხარეებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა. შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამების ორგანიზებაზე, აკადემიაში ინგლისური ენის სწავლების მიმართულებით მხარდაჭერაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

თავდაცვის ატაშეს აკადემიის შესახებ გაცნობითი სახის  პრეზენტაცია ჩაუტარდა და დაათვალიერა აკადემიის ინფრასტრუქტურა.

ვიზიტის დასასრულს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ, აკადემიის ხელმძღვანელობას მასპინძლობისთვის  მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.