თავდაცვის სამინისტროს Army Hall - ის დარბაზში ჩატარდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურის სასწავლო წლის დაწყებისა და წინა სემესტრის წარჩინებული მაგისტრანტების დაჯილდოვების ღონისძიება.
ღონისძიებას დაესწრო აკადემიის რექტორი ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე, რექტორის მოადგილე პოლკოვნიკი დავით რაზმაძე და მაგისტრატურის ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი არაბული.
წარჩინებული მაგისტრანტების ოჯახის წევრები აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ საპატიო დაფებით დააჯილდოვა და მაგისტრანტებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
ახალი სასწავლო წელი განახლდა სამ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე, თავდაცვის ანალიზი, სახელმწიფო რესურსების მართვა და უსაფრთხოების კვლევების მიმართულებაზე.