სიახლეები

იუნკერები გორის სახალხო დღესასწაულზე

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებმა გორის სახალხო დღესასწაულში მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა ემსახურებოდა აკადემიის შესახებ ფართო საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლებას. სასწავლო ბატალიონის იუნკერებმა ღონისძიების ფარგლებში აკადემიის კუთხე მოაწყეს, სადაც გამოფენილი იყო აკადემიის სარეკლამო ბუკლეტები, საინფორმაციო ფურცლები და სხვადასხვა  ბრენდირებული სასაჩუქრე საშუალებები.

იუნკერები აქტიურად იყვნენ ჩართული დაინტერესებული საზოგადოებისთვის აკადემიის შესახებ ინფორმაციის მიწოდების პროცესში. აკადემიის წარმომადგენლებმა კითხვა - პასუხის რეჟიმში მომავალ აბიტურიენტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს აკადემიის საბაკალავრო პროგრამების, აკადემიის ინფრასტრუქტურის და იმ სერვისების შესახებ, რომელსაც ეროვნული თავდაცვის აკადემია სთავაზობს სასწავლო ბატალიონის იუნკერებს და საკანდიდატო კურსის მსმენელებს.

ეროვნული თავდაცვის აკადემია მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობების სახით, უწყვეტ რეჟიმში აწვდის დაინტერესებულ საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას აკადემიაში მიმდინარე პროცესების შესახებ.