სიახლეები

ბულგარეთის რაკოვსკის სახელობის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი აკადემიაში

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას სამუშაო ვიზიტით ბულგარეთის რაკოვსკის სახელობის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაცია   ეწვია გენერალ-მაიორ თოდორ დოჩევის ხელმძღვანელობით.

დელეგაციას ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, გაცვლითი პროგრამები და Erasmus+ - ის პროგრამის ფარგლებში შემდგომი ეტაპების განხორციელების გზები.

გენერალ - მაიორი თოდორ დოჩევი გაეცნო პრეზენტაციას აკადემიის შესახებ. კითხვა - პასუხის რეჟიმში მიიღო ამომწურავი ინფორმაცია აკადემიის ინფრასტუქტურის, სასწავლო პროგრამების და განხორციელებული პროექტების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა აკადემიის ბაზის დათვალიერება, რის შემდეგაც გენერალ - მაიორმა დელეგაციის წევრებთან ერთად სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა აკადემიის საპატიო სტუმრების წიგნში. 

პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ სტუმრებს საპატიო სადილზე უმასპინძლა და მადლობა გადაუხადა განხორციელებული ვიზიტისთვის.

ეროვნული თავდაცვის აკადემია აქტიურად განაგრძობს მჭიდრო ურთიერთანამშრომლობას საზღვარგარეთის უმაღლეს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რაც გამოიხატება გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო კვირეულების, სამმხრივი ფორმატის შეხვედრების და უმაღლესი დონის ოფიციალური ვიზიტების სახით.