სიახლეები

ნიჭიერთა სკოლის ვიზიტი აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიას შპს - თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა - აკადემიის მოსწავლეები ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესტუმრნენ. აღნიშნული ვიზიტი ღია კარის ფორმატში გაიმართა, სადაც აკადემიის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს  პრეზენტაცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ, პრეზენტაციამ კითხვა - პასუხის რეჟიმში ჩაიარა, რის შემდეგაც სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის, მაგისტრატურის, ბაკალავრიატის, იუნკერთა სასწავლო ბატალიონის, საკანდიდატო კურსის, დისტანციური სწავლებისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების  შესახებ. თეორიული ნაწილის შემდეგ მობრძანებულმა სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ იუნკერების საცხოვრებელ პირობებს, მოინახულეს აკადემიის მუზეუმი, ბიბლიოთეკა, რეკრეაციის ცენტრი, აუზი, სპორტული დარბაზი, დახურული დაბრკოლებათა ზოლი და პეინტბოლის დარბაზი.

აღნიშნული სახის ვიზიტები ეხმარება საზოგადოებაში აკადემიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და აკადემიის პოპულარიზაციის გაზრდას.