სიახლეები

დისტანციური სწავლების ტექნოლოგიის გამოყენება

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამხედრო საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერის მიზნით, დისტანციური სწავლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამის და საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ პერსონალთან.
შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა, სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამის და საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით (სამხედრო საქმის სილაბუსების), ვიდეო გაკვეთილების გადაღების გეგმა-გრაფიკის შემუშავება და მიმდინარე წლის ნოემბრის თვიდან ვიდეო გაკვეთილების გადაღებისთვის შესაბამისი სამუშაოების ჩატარება.
დისტანციური სწავლების ისეთი ტექნოლოგიის გამოყენება, როგორიცაა ვიდეო გაკვეთილები, გაზრდის განათლების მიღების ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს სამხედრო მოსამსახურის უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას.