სიახლეები

პრაქტიკული-სამეცნიერო კონფერენცია

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში   სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია „2023 წლის აქტუალური საკითხები '' გაიმართა.

კონფერენცია გახსნა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა აკადემიის ბაკალავრიატის ხელმძვანელმა პოლკოვნიკმა ზურაბ ზერეკიძემ. კონფერენცია ჩატარდა  ჰიბრიდულ რეჟიმში. შეხვედრას ესწრებოდნენ: აკადემიის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური პერსონალი, მკვლევარები  და მოწვეული სტუმრები.

კონფერენციაზე გაკეთდა მოხსენებები ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: „დამოკიდებულება და სამსახურით კმაყოფილება“,“სოლიდარული ეკონომიკა- მძლავრი იარაღი წარმატების და მშვიდობის  უზრუნველსაყოფად“, „ნეირონული ქსელის გავლენა ხელოვნურ ინტელექტზე“, „მწვანე ენერგია მდგრადი განვითარებისთვის“ და სხვა.

კონფერენციის განმავლობაში აუდიტორიის მხრიდან დაისვა ბევრი კითხვა, რაზეც მომხსენებლებმა თავიანთი პრეზენტაციის ფარგლებში გასცეს ამომწურავი პასუხები.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.