სიახლეები

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლების ვიზიტი აკადემიაში

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში,  იუნკერებისთვის ,,სპიკერობის პროგრამის“  ფარგლებში, ლექციის ჩატარების მიზნით, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები: ოფისის ხელმძღვანელი ბატონი ალექსანდრე ვინიკოვი, პოლიტიკური ოფიცერი ქ-ნი ჟოზეფინ კუნელი და ადმინისტრაციული ასისტენტი ქ-ნი ირინე ზაღრალი იმყოფებოდნენ.

ლექციის დაწყებამდე, მობრძანებულ სტუმრებს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ, აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე უმასპინძლა. სტუმრებს წარუდგინეს პრეზენტაცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ და განიხილეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.

სალექციო ფორმატში შეხვედრა მეორე და მესამე კურსის იუნკერებთან კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. NATO-ს  სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებმა იუკერებს დეტალურად  გააცნეს ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის შექმნის ისტორია, შექმნის მიზანი, სამომავლო პერსპექტივები და ამომწურავად უპასუხეს მათ მიერ დასმულ შეკითხვებს. ლექციის ბოლოს აკადემიის ბაკალავრიატის ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა ზურაბ ზერეკიძემ მობრძანებულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და  საინტერესო ლექციისთვის.