სიახლეები

სტუდენტური პრაქტიკული კონფერენცია

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურაში გაიმართა სტუდენტური  პრაქტიკული კონფერენცია  თემაზე “უსაფრთხოების ახალი გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში”.

კონფერენციას ესწრებოდა აკადემიის რექტორის მოადგილე პოლკოვნიკი დავით რაზმაძე, მაგისტრატურის ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი არაბული, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი გიორგი ლაღიაშვილი და მაგისტრატურის აკადემიური პერსონალი.

კონფერენციაზე გაკეთდა მოხსენებები ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: „უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევები და მომავლის პერსპექტივები ", ,,NATO-ს და ევროკავშირის როლი სამხრეთ კავკასიაში" , ,,დემოკრატიული კონტროლის მნიშვნელობა უკრაინაში მიმდინარე უსაფრთხოების გამოწვევებისა და მილიტარიზაციის ფონზე", ,,რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე", ,,საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გავლენა ქვეყნის განვითარებაზე", ,,ინფორმაციული ომი, როგორც სტრატეგიული ომის წარმოების ახალი ფორმა - საფრთხეები, რისკები და გამოწვევები" და სხვა.

კონფერენციის განმავლობაში აუდიტორიის მხრიდან დაისვა ბევრი კითხვა, რაზეც მომხსენებლებმა თავიანთი პრეზენტაციის ფარგლებში გასცეს ამომწურავი პასუხები.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.