ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაცია რექტორის მოადგილის პოლკოვნიკ დავით რაზმაძის ხელმძღვანელობით სამუშაო სახის ვიზიტით იმყოფებოდა ბულგარეთის რაკოვსკის ეროვნული თავდაცვის კოლეჯში.
აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ კონფერენციას, „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის საერთო მდგრადობა“. გამოცდილების გაზიარების მიზნით გაიმართა სამუშაო შეხვედრები რაკოვსკის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის თავდაცვის უმაღლეს კვლევით ინსტიტუტთან, სადაც კვლევითი ინსტიტუტი და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებს რაკოვსკის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის რექტორმა, გენერალ-მაიორმა თოდორ დოჩევმა უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო სახის შეხვედრები, სადაც მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობის საკითხები და ისაუბრეს სამომავლო გეგმების შესახებ.