ეროვნული თავდაცვის აკადემიას 2023 წლის 8 ნოემბერს ესტუმრნენ სსიპ - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ,,უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამის" მსმენელები. აღნიშნული ვიზიტი ღია კარის ფორმატში გაიმართა, სადაც აკადემიის წარმომადგენლებმა მსმენელებს გააცნეს პრეზენტაცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ, პრეზენტაციამ კითხვა - პასუხის რეჟიმში ჩაიარა, რის შემდეგაც სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურის, ბაკალავრიატის, იუნკერთა სასწავლო ბატალიონის, საკანდიდატო კურსის, დისტანციური სწავლებისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების შესახებ. პრეზენტაციის ნაწილის შემდეგ მობრძანებულმა სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ იუნკერების საცხოვრებელ პირობებს, მოინახულეს აკადემიის მუზეუმი, ბიბლიოთეკა, რეკრეაციის ცენტრი, სპორტული დარბაზი, დახურული დაბრკოლებათა ზოლი და პეინტბოლის დარბაზი.
აღნიშნული სახის ვიზიტები ემსახურება საზოგადოებაში აკადემიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და აკადემიის პოპულარიზაციის გაზრდას.