სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ პირველი კურსის იუნკერების მშობლებს ,,ღია კარის დღის“ ფორმატში აკადემიის ბაზაზე უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს პირადად რექტორმა გააცნო პრეზენტაცია აკადემიის შესახებ და მშობლების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. მშობლებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა: მოინახულეს აკადემიის აუდიტორიები, იუნკერის საცხოვრებელი ოთახები, მუზეუმი, ბიბლიოთეკა, რეკრეაციის ცენტრი, აუზი, სპორტული დარბაზი, დახურული დაბრკოლებათა ზოლი და პეინტბოლის დარბაზი. ღონისძიების დასასრულს, აკადემიის ხელმძღვანელმა პირებმა იუნკერების მშობლებს საპატიო სადილზე უმასპინძლეს.