სიახლეები

იუნკერები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში

21 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერები გაცვლითი პროგრამების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებოდნენ  ლატვიის რესპუბლიკაში, ქ. რიგაში ლატვიის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, სადაც 2 კვირის განმავლობაში ჩაუტარდათ  საველე პრაქტიკული სწავლებები. სწავლების ფარგლებში გაიარეს FIBUA (ბრძოლა დასახლებულ პუნქტში) კურსი და CQB (მოწინააღმდეგის ახლო კონტაქტზე რეაგირება) კურსი.

კურსის განმავლობაში იუნკერებმა მონაწილეობა მიიღეს  ისეთ სასწავლო ოპერაციებში, რაც მოიცავდა დასახლებულ პუნქტში მოწინააღმდეგის განადგურებას და დასახლებული ადგილის პოზიციების გამაგრებას. კურსი ასევე მოიცავდა საკვალიფიკაციო სროლებს ,,NATO" - ს სტანდარტების ცეცხლსასროლი იარაღიდან.

გაცვლითი პროგრამების ფარგლებში აკადემიის იუნკერების აქტიურად არიან ჩართულები პარტნიორი ქვეყნების სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო კურსებზე.