სიახლეები

ახალი სივრცის გახსნა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კიდევ ერთი ახალი სივრცე გაიხსნა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ ხელმძღვანელ პირებთან და იუნკერებთან ერთად ,,დაღუპული გმირების ხსოვნის სკვერი" გახსნა. გმირთა მემორიალის გარშემო მდებარე სკვერში მოწყობილ ბანერებზე განთავსებულია პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი ლექსები, რომლებიც ჩვენი წინაპრების და თანამედროვე ქართველი გმირების სამაგალითო მამულიშვილობას ეძღვნება.

რექტორმა აღნიშნა, რომ ეს თემატური სივრცე სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პერსონალს სამშობლოსადმი მსახურების, უანგარო თავდადების და სახელმწიფოებრივი აზროვნების სწორად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

 აღსანიშნავია, რომ ახალი სივრცეები ორიენტირებულია სწავლისა და დასვენების პირობების გაუმჯობესებაზე, პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაზე, ისტორიული მოვლენების ასახვაზე და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე.