სიახლეები

სამმხრივი ფორმატის სპორტულ შეჯიბრებება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა, მიმდინარე წლის ნოემბერში,  მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ, სამმხრივი ფორმატის სპორტულ შეჯიბრებებში, რომელსაც აზერბაიჯანის მხარემ ქალაქ ბაქოში უმასპინძლა. აღნიშნულ ღონისძიებაში იუნკერებთან ერთად აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო აკადემიების კადეტებიც მონაწილეობდნენ.

მსგავსი სამმხრივი სპორტული ღონისძიებები ხელს უწყობს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და მეზობელი ქვეყნების სამხედრო აკადემიებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო მასშტაბით აკადემიის ცნობადობის ამაღლებას.