დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურაში გაიმართა პროფესორ-მასწავლებელთა და მოწვეულ მკვლევართა სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრას ესწრებოდა აკადემიის რექტორის მოადგილე პოლკოვნიკი დავით რაზმაძე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი გიორგი ლაღიაშვილი, მაგისტრატურის აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები.
შეხვედრაზე გაკეთდა მოხსენებები სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებებით და განხილული იქნა სამეცნიერო - კვლევითი სიახლეები. შეხვედრის განმავლობაში აუდიტორიის მხრიდან დაისვა ბევრი კითხვა, რაზეც მომხსენებლებმა თავიანთი პრეზენტაციის ფარგლებში გასცეს ამომწურავი პასუხები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.