დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო კვლევით ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამხედრო სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია გახსნა აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად. რექტორმა ყურადღება გაამახვილა აკადემიაში სამხედრო მეცნიერების მიმართულებით კვლევითი კომპონენტის კიდევ უფრო მეტად განვითარების და გაღრმავების მნიშვნელობას. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ აკადემიის პერსონალი და მოწვეული სტუმრები.
პრეზენტაციების დროს გაკეთდა მოხსენებები სხვადასხვა მიმართულებებით და განხილული იქნა სამეცნიერო - კვლევითი სიახლეები. კონფერენციის მსვლელობის დროს დამსწრე აუდიტორიის მხრიდან დაისვა არაერთი საინტერესო კითხვა, რაზეც მომხსენებლებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ამომწურავი პასუხები.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.