სიახლეები

მეოთხე კურსის იუნკერები სასწავლო ვიზიტით ლატვიაში

18 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერები ლუკა ჯანაშვილი და ნიკოლოზ რაზმაძე გაცვლითი პროგრამების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებოდნენ  ლატვიის რესპუბლიკაში, ქ. რიგაში ლატვიის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, სადაც ორი კვირის განმავლობაში CMO სწავლების ფარგლებში (კრიზისების მართვის ოპერაციები) ჩაუტარდათ თეორიული და საველე პრაქტიკული სწავლებები. 

კურსის განმავლობაში იუნკერებმა მონაწილეობა მიიღეს  ისეთ სასწავლო ოპერაციებში როგორიცაა: მოლაპარაკებების თეორია, ჰიბრიდული ომი, ოცეულის მოტორიზებული სწავლება, რიოტის კონტროლი და კორდონი.

გაცვლითი პროგრამების ფარგლებში აკადემიის იუნკერები აქტიურად არიან ჩართულები პარტნიორი ქვეყნების სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო კურსებზე.