მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ორ ეტაპად ჩატარდა დისტანციური კურსი „ტრენერთა ტრენინგი“. კურსი განხორციელდა აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით აკადემიის თანმშრომლებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირებისათვის. კურსი მიმდინარეობდა ორი კვირის განმავლობაში, მისი მიზანია მსმენელებმა გამოიმუშაონ ის ცოდნა და უნარები, რაც საჭიროა სწავლების დაგეგმვის, ეფექტურად ჩატარებისა და შეფასებისთვის.
დისტანციური სასწავლო ცენტრში პარალელურად განხორციელდა დისტანციური კურსი „გენდერი“ აკადემიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისთვის.
კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს გენდერის ცნება, მისი კულტურული და სოციალური ფაქტორები, მიმოიხილოს უსაფრთოხების სექტორში გენდერული თანასწორობის კანონზომიერებები.
დისტანციური კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.