სიახლეები

საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უკვე ტრადიციად იქცა საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება.

ღონისძიებას აკადემიის რექტორი ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე, იუნკერები, მსმენელები და აკადემიის თანამშრომლები  ესწრებოდნენ.  აკადემიის ტერიტორია საახალწლო აქსესუარებითა და დეკორაციებით მოირთო.

საზეიმო ღონისძიება ნაძვის ხის ანთებითა და ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა.