სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების პირველი ნახევარი დაეთმო  სპორტულ - გასართობ ღონისძიებას ,,მხიარული სტარტები'', სადაც მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პირადი შემადგენლობის შვილებმა.
ღონისძიების მეორე ნახევარში საახალწლო კონცერტი გაიმართა. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მან აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პერსონალს მადლობა გადაუხადა წლის განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის და ბედნიერი შობა - ახალი წელი უსურვა. რექტორმა სამეთაურო რგოლთან ერთად დააჯილდოვა წლის საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები და  სიგელები გადასცა სხვადასხვა ღონისძიებაში გამარჯვებულ იუნკერებს და მსმენელებს.
საახალწლო კონცერტზე, აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებმა, საკანდიდატო კურსის მსმენელებთან ერთად საახალწლო პროგრამა წარმოადგინეს, რომელიც მოიცავდა როგორც მუსიკალურ, ისე ქართული ცეკვების ნომრებს.