სიახლეები

წიგნის პრეზენტაცია

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა პრეზენტაცია   პოლიტიკის მეცნიერების დოქტორების, აკადემიის პროფესორ ლევან ნიკოლეიშვილისა და თორნიკე ზედელაშვილის წიგნის - "კიბერშესაძლებლობები და გლობალური უსაფრთხოების ახალი გამოწვევები".
 
ნაშრომში განხილულია მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური საკითხები წამყვანი და განვითარებადი ქვეყნების კიბერშესაძლებლობების შესახებ. ასევე, რჩევები და რეკომენდაციები, როგორ ავიცილოთ თავიდან კიბერთავდასხმები, რა შესაძლებლობები გააჩნიათ დღეს ე.წ. ბოროტ ჰაკერებს და რა შესაძლებლობები გააჩნია საზოგადოებას თავდაცვისთვის. 
 
წიგნის ავტორები ამ თემით დაინტერესებულ პირებს, სახელმწიფო უწყებებს, კერძო ორგანიზაციებს, ექსპერტებს აძლევენ რეკომენდაციებს ინტერნეტუსაფრთხოების კუთხით. ნაშრომი საინტერესოა ასევე აღნიშნული პრობლემის შესწავლით და კვლევით დაინტერესებული სტუდენტებისა და მკვლევარებისათვის.