სიახლეები

ნატოს სამეკავშირეო ოფისის მეკავშირე ოფიცრის ვიზიტი აკადემიაში

მიმდინარე წლის 8 თებერვალს აკადემიაში განხორციელდა ნატოს სამეკავშირეო ოფისის მეკავშირე ოფიცრის, პოლკოვნიკ რუშენ აბიდინოღლუს გაცნობითი სახის ვიზიტი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. სტუმარს აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ და რექტორის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ უმასპინძლეს. სტუმარს აკადემიის შესახებ წარედგინა გაცნობითი სახის პრეზენტაცია და შეხვედრაზე განხილული იქნა არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

მსგავსი სახის შეხვედრები ხელს უწყობს ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებას და მიზნად ისახავს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.