2024 წლის 28 თებერვალს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას გაცნობითი ვიზიტით სტუმრობდნენ ნატო-ს ძირითადი ჯგუფი და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ექსპერტები, რომლებსაც აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე ჩატარდა აკადემიის და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესახებ გაცნობითი პრეზენტაციები, რაც გაგრძელდა დისკუსიით განხილული საკითხების შესახებ. შეხვედრის დროს ძირითადი საკითხები შეეხებოდა SNGP-ის მიზნებს, ძირითად ამოცანებს და არსებულ ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისკენ.
ვიზიტის დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა და გააკეთეს ჩანაწერი აკადემიის სტუმრების საპატიო წიგნში.
მსგავსი სახის შეხვედრები ხელს უწყობს ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებას და მიზნად ისახავს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.