სიახლეები

ბულგარეთის სამხედრო უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი აკადემიაში

4 - 5 მარტს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ ბულგარეთის რაკოვსკის ეროვნული თავდაცვის კოლეჯისა და ვასილ ლევსკის ეროვნული სამხედრო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ვიზიტის განმავლობაში სტუმრები გაეცნენ აკადემიის ინფრასტრუქტურას  და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. სამუშაო შეხვედრების დროს ასევე განხილულ იქნა სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მიმართულებები ერასმუს + პროგრამის ფარგლებში. არსებული ინიციატივების შედეგად აკადემიის იუნკერებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ექნება მეტი შესაძლებლობა ჩაერთონ და გამოცდილება მიიღონ სხვადასხვა გაცვლით აქტივობებში მონაწილეობით.