სიახლეები

აკადემიაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, რექტორის მოადგილეებმა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა აკადემიის გოგონა იუნკერებს, მსმენელებს და ქალთა პერსონალს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და ყვავილები გადასცეს. რექტორმა მილოცვაში ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან წვლილზე, რომელიც აკადემიის ქალთა პერსონალს შეაქვს იუნკერების/მსმენელების აღზრდაში და აკადემიის ინსტიტუციურ განვითარებეაში.