სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ღია კარის დღე გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ღია კარის დღე გაიმართა. აბიტურიენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს აკადემიაში არსებული საბაკალავრო, ქართულ ენაში მომზადებისა და გაცვლითი პროგრამებზე ჩაბარების შესახებ. ახალგაზრდებს ასევე მიეცათ საშუალება ადგილზე გაცნობოდნენ აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და საცხოვრებელ პირობებს.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან: 24 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რეგისტრაცია დაიწყო მიმდინარე წლის  4 მარტს  და დასრულდება 4 აპრილის 18:00 საათზე.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: https://naec.ge/#/ge/post/3112

აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის კოდი 155

ეროვნული თავდაცვის აკადემია / National Defence Academy გისურვებთ წარმატებას