საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუმრობდა აშშ-ს სამხედრო აკადემიის - ვესტ პოინტის ორი კადეტი. ვიზიტის პროგრამა დატვირთული იყო სხვადასხვა სამხედრო, აკადემიური, სპორტული და კულტურული აქტივობებით, რომლებშიც ვესტ პოინტის კადეტებთან ერთად ასევე ჩართულნი იყვნენ აკადემიის იუნკერები.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილის თვეში, ნაცვალგების პრინციპით, აკადემიის ორი იუნკერი ესტუმრება აშშ-ს სამხედრო აკადემიას და მონაწილეობას მიიღებს კადეტთა საერთაშორისო კვირეულში. მსგავსი ტიპის ღონისძიებები მიზნად ისახავს აკადემიისა და პარტნიორ უცხოურ სამხედრო სასწავლებლებს შორის ურთიერთობების განმტკიცებას, რაც თავის მხრივ ემსახურება მომავალ სამხედრო ლიდერთა შორის ურთიერთობების დამყარებას და აკადემიის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე.