სიახლეები

სამუშაო ვიზიტი ბულგარეთში

2024 წლის აპრილის პერიოდში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაცია, აკადემიის რექტორის, ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძის ხელმძღვანელობით, ერასმუს + პროგრამის ფარგლებში სამუშაო სახის ვიზიტით ბულგარეთის რაკოვსკის ეროვნული თავდაცვის კოლეჯში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში აკადემიის დელეგაცია დაესწრო ბულგარეთის რაკოვსკის ეროვნული თავდაცვის კოლეჯში გამართულ სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ეძღვნებოდა ბულგარეთის ნატოში გაწევრიანების 20 წლისთავს. აღნიშნულ კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებისა და უცხოური სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებს რაკოვსკის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის რექტორმა, გენერალ-მაიორმა თოდორ დოჩევმა უმასპინძლა. ვიზიტის განმავლობაში გაიმართა სამუშაო სახის შეხვედრები, სადაც მხარეებმა მემორანდუმის ფარგლებში არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.