სიახლეები

საფრანგეთში სენ სირის აკადემიაში ოცმეთაურის სწავლების კურსზე აკადემიის იუნკერები და მსმენელი

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის, ოფიცერთა მომზადების სკოლის მსმენელმა გიორგი მძინარაშვილმა და სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერებმა გიორგი ცნობილაძემ, ზურაბ გოგიაშვილმა და გიორგი ჯაბიძემ, მიმდინარე წლის აპრილის თვეში საფრანგეთში, სენ სირის აკადემიაში,  ოცმეთაურის სწავლების კურსზე მიიღეს მონაწილეობა.        
კურსი მოიცავდა კომანდოს ტიპის სწავლებას, რომელიც დატვირთული იყო ფიზიკური და გონებრივი აქტივობებით.
"ფიზიკური თუ გონებრივი დატვირთვის, კვებისა და ძილის ნაკლებობის მიუხედავად თითოეული ჩვენგანი ძალას არ იშურებდა, რათა მიგვეღწია დასახული მიზნისთვის, დაგვემთავრებინა კურსი წარმატებით. ჩვენ გვქონდა გააზრებული ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომ საფრანგეთში წარმოვადგენდით ჩვენ სახელმწიფოს, საქართველოს, და ჩვენი წარმატება, ჩვენი სამშობლოს გამარჯვებაა" - წერს მსმენელი გიორგი მძინარაშვილი
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და სწავლებები აყალიბებს მჭიდრო ურთიერთობებსა და და ზრდის თავსებადობას, სხვადასხვა ეროვნების სამხედროებს შორის, რაც მნიშვნელოვანია საერთო სტაბილური და მშვიდობიანი გარემოს ჩამოყალიბებაში.