სიახლეები

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეორე კურსის იუნკერი მარიამ ტერტერაშვილი და მესამე კურსის იუნკერი მალხაზ ტერმაკოზაშვილი მიმდინარე წლის აპრილის თვეში, იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების აკადემიაში "64-ე საგარეო საქმეთა კონფერენციაზე (NAFAC)", რომელსაც ესწრებოდნენ, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო სტუდენტები. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტების შეხვედრა მსოფლიოს უმაღლესი სასწავლებლებიდან, რათა განეხილათ თანამედროვე პერიოდის აქტუალური საკითხები საგარეო პოლიტიკაში.

კონფერენციაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ხელოვნური ინტელექტის როლი სამხედრო და სამოქალაქო საზოგადოებებს შორის, ხელოვნური ინტელექტის გავლენა და მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივები, ციფრული ომი, სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობები ავტორიტარიზმის ჩრდილში და სხვა.

აღნიშნული კონფერენცია ხელს უწყობს ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივების ჩამოყალიბებას სხვადასხვა ქვეყნების დელეგატებს შორის, მათთან სამომავლო კოლაბორაციების შექმნასა და სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობების გაუმჯობესებას.