სიახლეები

სამეცნიერო პროექტის პრეზენტაცია

დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის, თამარ მეფის სახელობის დარბაზში, მაგისტრატურისა და სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა თადარიგის პოლკოვნიკის, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის, პროფესორ ლევან ნიკოლეიშვილის დასრულებული სამეცნიერო პროექტის პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე წარდგენილი იყო ახლი წიგნი „ლიდერობის ძირითადი ასპექტები“. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ, დამსწრე საზოგადოების, ოფიცრების, პროფესორებისა და მოწვეული სტუმრების უაღრესად დიდი ინტერესი გამოიწვია. შესაბამისად პრეზენტაცია კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ასეთი სახის სამეცნიერო კვლევითი პროექტები, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, ხელს უწყობს თანამედროვე სამეცნიერო ბიბლიოთეკის შექმნას და აკადემიის იუნკერების და მსმენელების განათლების ერთ-ერთი ხელშემწყობი ინსტრუმენტი გახლავთ.