სიახლეები

ვარშავის სამხედრო ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართული კონფერენცია

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მესამე კურსის იუნკერები მარიამ ხუციშვილი და თამაზ ლომსიანიძე და იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეორე კურსის უფროსი კაპიტანი გიორგი მიმინოშვილი მიმდინარე წლის აპრილის თვეში იმყოფებოდნენ პოლონეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ვარშავაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ვარშავის სამხედრო ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაში ,,პრობლემები და გამოწვევები თანამედროვე საფრთხეების პირისპირ".

კონფერენცია მოიცავდა სხვადსხვა განსახილველ თემებს. კიბერუსაფრთხოების გამოწვევებს თანამედროვე მსოფლიოში და სამხედრო სფეროში,სამხედრო სამართლის მნიშვნელობასა და შეიარაღებული კონფლიკტების წარმოებისას მისი დაცვის აუცილებლობას, მომავლის გამოწვევებსა და პრობლემებს,რომელთაც შეუძლიათ სხვადსხვა დილემების და გამოწვევების პირისპირ დააყენონ სახელმწიფოები.კონფერენციაში აღნიშნული თემების განსახილველად მოწვეულნი იყვნენ სხვადსხვა რანგის სამხედრო პირები. კონფერენციაში აგრეთვე მონაწილეობას იღებდნენ სხვადსხვა ქვეყნებიდან მოწვეული კადეტები.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სტუდენტებს შორის აყალიბებს მეგობრულ გარემოს, რაც ქმნის ხანგრძლივ ურთიერთობებს სტუდენტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. ასევე ავითარებს სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებს, მონაწილეებს საშუალებას აძლევს შეიძინონ რაც შეიძლება მეტი ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიური და მსგავსი სახის გამოწვევების შესახებ და დააგროვონ მეტი გამოცდილება მსგავსი მიმართულებით.