სიახლეები

ლატვიის ეროვნული თავდაცვის აკადემია კადეტთა საერთაშორისო კვირეული

ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეორე კურსის იუნკერი ბექა კუპატაძე და მესამე კურსის იუნკერი დათო გეგუჩაძე მიმდინარე წლის აპრილის თვეში იმყოფებოდნენ ლატვიის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „კადეტთა საერთაშორისო კვირეულზე“, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კადეტები. კვირეულის მიზანს წარმოადგენდა, რომ მომავალ ოფიცრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის საკუთარ უმაღლეს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება. გარდა ამისა, კვირეული მიზნად ისახავდა, რომ მონაწილეებს განევითარებინათ და განემტკიცებინათ ურთიერთობები, როგორც სამხედრო და აკადემიურ, ასევე სოციალურ-კულტურულ ჭრილშიც.

აღნიშნული კვირეული ხელს უწყობს ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივების ჩამოყალიბებას სხვადასხვა ქვეყნების იუნკერებს შორის, მათთან სამომავლო კავშირების ჩამოყალიბებას და ურთიერთობების გაღრმავებას.