სიახლეები

ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ აკადემიის ბიბლიოთეკის თანამშრომლებს წიგნის საერთაშორისო დღე მიულოცა

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ, აკადემიის ბიბლიოთეკის თანამშრომლებს წიგნის საერთაშორისო დღე მიულოცა და საპატიო სიგელებით დააჯილდოვა. რექტორმა ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან შეხვედრის დროს აღნიშნა მათი განსაკუთრებული ღვაწლი აკადემიის, თითოეული იუნკერისა და თანამშრომლის წინაშე და უსურვა ჯანმრთელობა, მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა.