ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეორე კურსის იუნკერი სოფო კახნიაშვილი და მესამე კურსის იუნკერი გიორგი მჭედლიშვილი საერთაშორისო სტუდენტური კვირეულის ფარგლებში იმყოფებოდნენ რუმინეთში, ქალაქ სიბიუში "ნიკოლა ბალჩესკუ"-ს სახმელეთო ძალების აკადემიაში. საერთაშორისო სტუდენტურ კვირეულზე სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის წარმომადგენლებთან ერთად აკადემიის იუნკერებმაც მიიღეს მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და სწავლებები აყალიბებს მჭიდრო ურთიერთობებსა და ზრდის თავსებადობას, სხვადასხვა ეროვნების სამხედროებს შორის, რაც მნიშვნელოვანია საერთო სტაბილური და მშვიდობიანი გარემოს ჩამოყალიბებაში.