სიახლეები

კადეტთა საერთაშორისო კვირეული ამერიკაში

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მესამე კურსის იუნკერები ანა სოფრომაძე და ალექსანდრე ბლიაძე იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ვესთ ფოინტში გამართულ „კადეტთა საერთაშორისო კვირეულში“.

 

კვირეული მოიცავდა სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებს, მისი მთავარი მიზანი გახლდათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კადეტების ერთმანეთთან დაახლოება. იუნკერები გაეცნენ კადეტთა ყოველდღიურ ცხოვრებას ვესთ ფოინთში, გაიზიარეს მათი გამოცდილება და ცოდნა სხვადასხვა საკითხებში, რაშიც ჩართულები იყვნენ სხვადასხვა რანგის სამხედრო პირები.

 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სტუდენტებს შორის აყალიბებს მეგობრულ გარემოს, რაც ქმნის ხანგრძლივ ურთიერთობებს სტუდენტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. ასევე ავითარებს სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებს, მონაწილეებს საშუალებას აძლევს შეიძინონ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.