ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სოციალური პროექტის ,,ერთად მომავლისკენ" ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანის სომხურენოვანი საჯარო სკოლების მოსწავლეების ვიზიტი განხორციელდა. იუნკერებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს პრეზენტაცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ. პრეზენტაციამ კითხვა - პასუხის რეჟიმში ჩაიარა, რის შემდეგაც სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურის, ბაკალავრიატის, ქართულ ენაში მომზადების პროგრამების და იუნკერთა სასწავლო ბატალიონი შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ მობრძანებულმა სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ იუნკერების საცხოვრებელ პირობებს, მოინახულეს სალექციო კლასები, მუზეუმი, ბიბლიოთეკა, რეკრეაციის ცენტრი, აუზი და სპორტული დარბაზი.
თავის მხრივ სკოლის მოსწავლეებმა იუნკერებს წარუდგინეს პრეზენტაცია დაბა შაუმიანის მდიდარი ღირსშესანიშნაობების შესახებ.
აღნიშნული სახის ვიზიტები ეხმარება საზოგადოებაში აკადემიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და აკადემიის პოპულარიზაციის გაზრდას.