სიახლეები

კაპრალმა თემურ დადიანმა მონაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურემ კაპრალმა თემურ დადიანმა მონაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატში პარა მკლავჭიდში მჯდომარე 65 კილოგრამ კატეგორიაში, რომელიც ჩატარდა მიმდინარე თვეში სლოვაკეთში ქალაქ ბრატისლავაში. აღნიშნულ ტურნირზე კაპრალმა თემურ დადიანმა მარჯვენა და მარცხენა მკლავში დაიკავა პირველი ადგილი.