ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა თემურ დადიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ნიუ ჰემფშირის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დაასრულა ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა.
,,ეს იყო გამოწვევებით სავსე 2 წელი, როგორც ჩემთვის ასევე ჩემი ოჯახისთვის. ჩვენ ერთად და წარმატებით გავუმკლავდით ამ დიდ გამოწვევასაც. ავიხდინე ძალიან ბევრი ოცნება, ერთ-ერთი მათგანი იყო პარ-ყინულის ჰოკეის თამაში, 2 სეზონი ვითამაშე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებთან, მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მომცა ამის შესაძლებლობა, მადლობა ჩემს გუნდს, რომ მიმიღეს თავიანთ ოჯახში! მადლობა ამერიკელ მასპინძლებს, რომლებმაც ძალიან თბილად და პატივისცემით მიმიღეს, მომცეს ძალიან დიდი გამოცდილება ადაპტიური სპორტის სამყაროში, რომელსაც იმედი მაქვს ჩემს ხალხს გავუზიარებ!
ჩემთვის დიდი პატივი იყო წარმომეჩინა ჩემი ჩვეყანა ამ ორი წლის განმავლობაში ამ უცხო მიწაზე, უცხო ხალხი წინაშე და ვიმედოვნებ, რომ ამასაც წარმატებით გავართვი თავი.
მადლობა ჩემს ქვეყანას და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერისთვის, რომ კიდევ ერთი მიზნისთვის მიმეღწია!
დიდება უფალს!" კაპრალი თემურ დადიანი.