უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე გაიმართა კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება ,,ღამის მსვლელობა ანტიკურ ქალაქში". ღონისძიებაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმაც მიიღეს მონაწილეობა.
აკადემიის იუნკერებმა უფლისციხის ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალის და ძველი ქართული იარაღის მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად, საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების თანამონაწილეობით გამართეს მსვლელობა უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე.
ღონისძიების დროს მონაწილეები კიდევ ერთხელ გაეცნენ ანტიკური ქალაქის ისტორიას და მოისმინეს ფოლკრორული ანსამბლის მიერ შესრულებული ხალხური სიმღერები
აღსანიშნავია რომ მსგავსი სახის ღონისძიებები ხელს უწყობს აკადემიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და საზოგადოებაში აკადემიის პოპულარიზაციას.